|
2016-04-11 13:30:47, 909 ნახვა
სამხედრო
ვახტანგ კაპანაძე პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსს მიაჩესლავ გოცულის შეხვდა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ლატვიის შემდეგ პოლონეთის რესპუბლიკას ესტუმრა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალს პოლონეთის გენერალურ შტაბში ოფიციალური სამხედრო ცერემონიით დახვდნენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ პოლონეთისა და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გენერალ მიაჩესლავ გოცულის პოლონეთის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე პოლონეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ისაუბრეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზე. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციისა და ნატოსთან თავსებადობის კუთხით მიღწეული პროგრესი. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებულ მექანიზმებსა და მათ მნიშვნელობაზე ალიანსის წევრობისთვის საქართველოს მოსამზადებლად. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობაზე. გენერალურ შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვარშავაში სამხედრო პოლიციის სპეციალურ ქვედანაყოფს ესტუმრა. სამხედრო პოლიციაში გამართულ შეხვედრას სამხედრო პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი სერგო ძაგნიძე დაესწრო. ვარშავიდან საქართველოს გენერალური შტაბის დელეგაცია კრაკოვში გაემგზავრა, სადაც პოლონეთის სპეციალური ოპერაციების სარდლობა მდებარეობს. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)