|
2016-04-09 19:07:47, 1248 ნახვა
მსოფლიო
ალიევი: არავის მივცემთ უფლებას, რომ აზერბაიჯანულ მიწაზე მეორე სომხური სახელმწიფო ჩამოყალიბდეს
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებისთვის პირველ რიგში სომხურმა ჯარმა ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დატოვოს. როგორც ალიევმა აღნიშნა, რეგიონში მშვიდობა მას შემდეგ დაისადგურებს, რაც აზერბაიჯანის მოქალაქეები თავიანთ მიწაზე დაბრუნდებიან. „აზერბაიჯანი თავის ტერიტორიებს იცავს. ჩვენ სხვის მიწებს არ ვითხოვთ, მაგრამ არც ჩვენსას დავთმობთ. არავის არ მივცემთ, იმის უფლებას, რომ აზერბაიჯანულ მიწაზე მეორე სომხური სახელმწიფო ჩამოყალიბდეს. ბევრჯერ ვთქვით, რომ კონფლიქტი პოლიტიკური და მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს. ეს პოზიცია უცვლელია. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ასეც მოხდება“, - განაცხადა ალიევმა. შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში ვითარება 2 აპრილს დაიძაბა. წინასწარი ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებებს 33 სამხედრო პირი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედია საშუალებები დღეს კიდევ 10 ჯარისკაცის გარდაცვალების შესახებ იტყობინებიან. მათივე ცნობით, მხარეებმა ერთმანეთს დაღუპულთა ცხედრები გადასცეს. გარდაცვლილების იდენტიფიცირება და აღრიცხვა ამ დრომდე მიმდინარეობს.
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)