|
2016-04-09 14:33:53, 1190 ნახვა
მსოფლიო
ბელგიის პოლიციამ პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილი დააკავა
ბელგიაში პარიზის ტერაქტების ორგანიზატორების თანამზრახველი მუჰამედ აბრინი დააკავეს, - ამის შესახებ BBC იტყობინება. როგორც მედია საშუალება იუწყება, ბელგიის პროკურატურაზე დაყრდნობით იტყობინება, ერთდროულად რამდენიმე ეჭვმიტანილია დაკავებული. მათივე ცნობით დაკავებულები, ტერაქტებთან არიან დაკავშირებული, მათ შორის არის აბრინიც. პროკურატურა ამოწმებს არიას თუ არა აბრინი, ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის მესამე ორგანიზატორი. უწყების ინფორმაციით, აბრინის თითის ანაბეჭდები 2 საცხოვრებელ სახლში და მანქანაში აღმოაჩინეს. აღშანიშნავია, რომ აღნიშნული მანქანა პარიზის ტერაქტების საქმეში ფიგურირებს. მედიის ცნობით, დაკავება ანდერლეხტის რაიონში მოხდა. მათივე ვერსიით, სწორედ აბრინი იყო ის მესამე ადამიანი, რომელიც ორ თვითმკვლელთან ერთად მოხვდა ვიდეოკადრებში ბრიუსელის აეროპორტში აფეთქებამდე. ის ასევე აღბეჭდილია პარიზის სათვალთვალო ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებულ კადრებში ნოემბრის ტერაქტებამდე ცოტა ხნით ადრე. წინასწარი ინფორმაციით დაკავებულია 4 პირი მათ შორის ვინმე ოსამ კრაემი. როგორც მედია საშუალება იტყობინება, ოსამ კრაემი თვითმკვლელ ტერორისტებს ბრიუსელში მეტრო სადგურის ტერაქტის მოწყობაში ეხმარებოდა. უწყების ინფორმაციით კრაემი სირიიდან 3 სექტემბერს დაბრუნდა. ეჭვმიტანილი მიგრანტებთან ერთად ჯერ საბერძნეთში ჩავიდა, რის შემდეგაც გერმანიიის გავლით დაქირავებული ავტომანქანით სალაჰ აბდესლამითან ერთად ბრიუსელში ჩავიდა.
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)