19:56 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-19 15:51:19, 527 ნახვა

პოლიტიკა
უილიამ ლაჰიუ: ნატო ალიანსში არავის ითრევს

„ნატო ალიანსში არავის ითრევს. მთავრობები მოგვმართავენ, რომ სურთ გაწევრიანება“,-ამის შესახებ საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ლაჰიუს თქმით, საქართველო ინტეგრაციის პროცესს აგრძელებს ნატო-ში.
"ნატო ალიანსში არავის ითრევს. მთავრობები მოგვმართავენ, რომ სურთ გაწევრიანება.  ყველა ქვეყანა თავად აკეთებს ამ არჩევანს. ინფრასტრუქტურა, რაც საქართველოში არსებობს, ეკუთვნის ქართველ ხალხს. რაც შეეხება საწვრთნელ ცენტრს, ის ასევე ნახევრად ქართველი ხალხის საკუთრებაში იქნება. საქართველო აგრძელებს ინტეგრაციის პროცესს ნატო-ში. ეს მოიცავს შიდა რეფორმებს, რომელიც ხორციელდება ალიანსთან აქტიური თანამშრომლობით და, რაზეც ნატო და საქართველო თანხმდებიან ყოველწლიურად. ეს არის ქართული დოკუმენტი, საქართველოს მიზნებითა და გეგმებით. ეს ის რეფორმებია, რომელსაც საქართველო მიჰყავს ევროპული საზოგადოებისკენ, მათ შორის ნატოსკენაც. ამიტომ, ეს მიმდინარე პროცესია. საქართველოს ამ ეტაპზე "მაპი" არა აქვს, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ ეს ტექნიკური საკითხია. ამიტომ ტექნიკურად დღეს წევრობაზე ან გაწევრიანების დღეზე არ ვსაუბრობთ, მაგრამ შიდა რეფორმები ეტაპობრივად დაგაახლოვებთ ნატოსთან და ამით მიაღწევთ დასავლურ სტრუქტურებსა და ნატო-ში გაწევრიანებასაც," -განაცხადა უილიმ ლაჰიუმ.
ცნობისთვის,  რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობა არანაირად არ არის მიმართული იმ მიზნისაკენ, რომ საქართველოში ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს. მისივე თქმით, ასეთი გეგმები ბუნებაში არ არსებობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics