|
2026-08-10 12:58:55, 398 ნახვა
პოლიტიკა
ლაშა ფარულავა - ოცნების რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია
რუსული და ირანული ფული, სანქციები, ტერორიზმთან დაკავშირებული ფინანსური სქემები, თაღლითური ქოლ-ცენტრები - ეს არის ივანიშვილის საქართველო, სადაც ადამიანებს მომავლის იმედი ეკარგებათ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველობითი საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, ლაშა ფარულავამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, გლდანის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ივანიშვილთან დაკავშირებული ირანული კომპანია ტერორიზმთან კავშირის გამო აშშ-მ დაასანაქცირა, რაც საქართველოს რეპუტაციის პირდაპირი შელახვაა. „ივანიშვილის რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია. დღეს უკვე იქამდე მივედით, რომ ივანიშვილთან დაკავშირებული, გლდანის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში რეგისტრირებული ირანული კომპანია აშშ-მა ტერორიზმის მხარდაჭერასთან დაკავშირებული საქმიანობის გამო დაასანქცირა. ეს საქართველოს სახელისა და რეპუტაციის საკითხია, რომელიც ასე დაბლა არასდროს დასულა. კრიპტო-სფეროს 2023 წლიდან ეროვნული ბანკი არეგულირებს. ამიტომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და ეროვნულ ბანკში მის მიერ მოყვანილ ნათია თურნავას. ერთი მხრივ, გლდანში ივანიშვილისა და ბაჩიაშვილის კრიპტო-მაინინგმა მილიარდობით დოლარის შემოსავალი მოიტანა მათ, ამ ყველაფრის საფასურს კი ხალხი იხდის: გაძვირებული დენის ტარიფით და უკვე სამჯერ ჩაბნელებული საქართველოთი. ახლა კი იგივე თავისუფალი ეკონომიკური ზონა, სადაც ასეთი ბიზნესი იყო რეგისტრირებული, ტერორიზმის მხარდაჭერასთან დაკავშირებული ფინანსური საქმიანობის კონტექსტშიც აღმოჩნდა. აი, ეს არის ივანიშვილის რეჟიმის რეალური ფასი: ისინი მდიდრდებიან, საქართველო კი კარგავს რეპუტაციას. რუსული და ირანული ფული, სანქციები, ტერორიზმთან დაკავშირებული ფინანსური სქემები, თაღლითური ქოლ-ცენტრები - ეს არის ივანიშვილის საქართველო, სადაც ადამიანებს მომავლის იმედი ეკარგებათ. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი შვილების მომავლისა და საქართველოს ევროპული გზის განადგურება ერთი რუსი ოლიგარქის ჯიბის გასავსებად. ცხადია, ამაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილის „ოცნებას“ და ნათია თურნავას ეკისრებათ. საქართველო მათი გამდიდრების ფასს იხდის და საკუთარ მომავალს კარგავს. ნათია თურნავა ამაზე აუცილებლად აგებს პასუხს, ამ რეჟიმის დირიჟორთან ერთად“, - განაცხადა ფარულავამ.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)