07:49 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-07 12:10:07, 353 ნახვა

პოლიტიკა
ლელო მუხადგვერდის სასაფლაოზე - ომი არ დასრულებულა, მცოცავი ოკუპაციით გრძელდება

“ლელო ძლიერი საქართველოს“ წევრები მუხათგვერდის სასაფლაოზე მივიდნენ. მათი თქმით, ომი თითქოს, დასრულდა, თუმცა დღემდე გრძელდება რუსეთის მიერ გავლენების გაძლიერება და მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი.

მათი მტიცებით, ამ ყველაფერს საქართველოს ხელისუფლება უწყობს ხელს და სწორედ ამას ემსახურება მათი ბოლო დღეების რიტორიკაც.  

ჩვენ ვცხოვრობთ ღალატის ეპოქაში, როცა პრემიერ მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს ემუქრებათ ციხით  დასჯით, იმისთვის, რომ მათ არ უყვარდეთ საქართველოს მტერი, საქართველოს მტერი არ უნდა გიყვარდეს, საქართველოს მტერი არის მტერი და რუსეთი მტერია, რუსეთია ის, ვის გამოც აქ ეს მემორიალია, რუსეთია ის, ვის გამოც შეწყდა 20 წლის, 25 წლის, 30 წლის ასაკში, საუკეთესო ქართველების სიცოცხლე, სამშობლოსთვის თავდადებულის. ეს არის მეხსიერების დღე, ეს არის ხსოვნის დღე, - ამბობს თაზო დათუნაშვილი ტვ პირველთან საუბარში.

“ქართული ოცნება“ აგრძელებს რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას, რომელიც მას საუკუნეების განმავლობაში აქვს საქართველოსთან მიმართებაში, - ამბობს გიორგი სიორიძე. 

გლოვის დღეები იწყება საქართველოში 7 აგვისტოდან, იმ ტრაგიკული მოვლენებიდან 18 წელი გავიდა, რომელიც მოხდა 2008 წელს, როდესაც რუსეთმა დაიწყო ბოლო ცხელი ომი საქართველოში, თუმცა, ეს ომი არც მაშინ დაწყებულა  რეალურად და არც მას შემდეგ დასრულებულა. ის გრძელდება მცოცავი ოკუპაციით, ჰიბრიდული ომით. “ქართული ოცნება“ აგრძელებს რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას, რომელიც მას საუკუნეების განმავლობაში აქვს საქართველოსთან მიმართებაში, ამის გამოძახილი იყო ირაკლი კობახიძის რამდენიმე დღის წინანდელი გამონათქვამი, რუსოფობიის შესახებ, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics