|
2016-04-06 17:14:19, 989 ნახვა
სამხედრო
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ სტუდენტები ესტუმრნენ
ნატოს კვირეულის ფარგლებში ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ სტუდენტები ესტუმრნენ. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ცენტრის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. საქართველოს შეიარაღებული ძალების მაიორი თენგიზ ციხისთავი სტუმრებს სასწავლო ცენტრის ისტორიის, დანიშნულების, სტრუქტურისა და არსებული კურსების შესახებ ესაუბრა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში შეიარაღებული ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. მათ შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ ინფორმაცია თუ სად და რა ვითარებაში გადიან მომზადებას ქართველი ჯარისკაცები. შეხვედრის ფარგლებში ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ წარმომადგენლებმა სტუმრებს ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს. სტუდენტები სიმულაციური სროლის კლასსაც ეწვივნენ და M4 ტიპის სასწავლო იარაღიდან გაისროლეს. ნატოს კვირეული 4 აპრილს გაიხსნა და 19 აპრილს დასრულდება. კვირეულის ფარგლებში ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ სტუდენტები საქართველოს სხვა რეგიონებიდანაც ესტუმრებიან.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)