|
2026-08-01 11:26:47, 1177 ნახვა
მსოფლიო
ირანი იმუქრება აშშ-ს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმით, მორიგი თავდასხმის შემთხვევაში
ირანის უსაფრთხოების მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ამერიკული მედიის ცნობები ირანის ინფრასტრუქტურაზე აშშ-ისა და ისრაელის შესაძლო ახალი თავდასხმების შესახებ "სიგიჟეა", წერს Tasnim. მისი თქმით, თეირანმა უკვე მოამზადა მასშტაბური რეაგირების გეგმა. ”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამერიკული მედიის განცხადებები შეერთებული შტატების და სიონისტური რეჟიმის შესაძლო თავდასხმების შესახებ ირანის ინფრასტრუქტურაზე სიგიჟის გამოვლინებადაა. ჩვენ მოვამზადეთ ამბიციური საპასუხო გეგმა, რომელიც მოიცავს თავდასხმებს რეგიონში სიონისტური რეჟიმის სასიცოცხლო ინფრასტრუქტურაზე და აშშ-ის ენერგეტიკულ ობიექტებზე. მან დასძინა, რომ ირანის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე აჩვენეს თავიანთი შესაძლებლობები და მზადყოფნა მსგავსი ქმედებებისთვის. „ირანის შეიარაღებულმა ძალებმა - როგორც 40-დღიანი ომის დროს, ასევე ბოლო კვირების განმავლობაში - აჩვენეს, რომ მათ აქვთ შესაძლებლობები და მტკიცე გადაწყვეტილება ასეთი ქმედებების განსახორციელებლად“, - ხაზგასმით აღნიშნა ირანის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელმა.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)