|
2026-07-31 16:37:54, 1662 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, იქომერს ასოციაციისა და სვისკონტაქტის ორგანიზებით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ორდღიანი პრაქტიკული ვორკშოპი გაიმართა. ღონისძიების მიზანი მონაწილეებისთვის ონლაინ გაყიდვების მიმართულებით პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და მათი ბიზნესების ციფრული შესაძლებლობების გაძლიერება იყო. ვორკშოპში სხვადასხვა გამოცდილების მქონე მეწარმე ქალებმა მიიღეს მონაწილეობა და ორი დღის განმავლობაში ელექტრონული კომერციის ძირითად პრინციპებს, ონლაინ გაყიდვების მოდელებსა და მომხმარებელთან ციფრული კომუნიკაციის ეფექტიან გზებს გაეცნენ. მონაწილეებმა მიღებული ცოდნა პრაქტიკულ დავალებებში გამოიყენეს და საკუთარ ბიზნესებზე მუშაობის პროცესში ონლაინ გაყიდვების განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტები გამოცადეს. ვორკშოპის ფარგლებში განხილული იყო ელექტრონული კომერციის სხვადასხვა მოდელი, მათ შორის Marketplace-ები, სოციალური კომერცია და საკუთარი ვებგვერდის გამოყენება. მონაწილეებმა ასევე იმუშავეს სამიზნე მომხმარებლის განსაზღვრაზე, პროდუქტის ონლაინ წარდგენასა და პოზიციონირებაზე, პროდუქტის ფოტოგრაფიაზე, აღწერის მომზადებასა და ფასის ფორმირებაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მომხმარებელთან კომუნიკაციასა და სოციალური მედიის გამოყენებას გაყიდვების წასახალისებლად. ვორკშოპის ერთ-ერთი პრაქტიკული მიმართულება საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის გაცნობას დაეთმო. მონაწილეებმა პლატფორმის ძირითადი ფუნქციები შეისწავლეს და საკუთარი ბიზნესებისთვის შეთავაზებების შექმნაზე იმუშავეს. ორდღიანი პროგრამა ასევე მოიცავდა საგადასახადო და საბუღალტრო საკითხებს. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია მცირე მეწარმის სტატუსის, შემოსავლის დეკლარირების, ელექტრონული ინვოისისა და დღგ-ის შესახებ. საქართველოს ბანკი მეწარმე ქალების გაძლიერებას სხვადასხვა საგანმანათლებლო და ბიზნეს ინიციატივის მხარდაჭერით აქტიურად აგრძელებს. მათ შორის ავითარებს პლატფორმას ბიზნეს 360°, რომელიც აერთიანებს ინფორმაციას, შეხვედრებსა და ინსტრუმენტებს ბიზნესის ზრდისა და განვითარებისთვის.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)