|
2026-07-30 20:11:53, 629 ნახვა
პოლიტიკა
ექიმები ელენე ხოშტარიას დიაგნოზსა და მკურნალობაზე ახალ ინფორმაციას ავრცელებენ
ელენე ხოშტარიას პირადი ექიმების, მაკა იოსელიანისა და ანა ქავთარაძის განცხადებით, პატიმრობაში მყოფ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ანთებითი სპონდილოართრიტი დაუდგინდა, რომელიც, მათი განმარტებით, აზიანებს არამხოლოდ ხერხემალს, არამედ პერიფერიულ სახსრებსაც. მედიკოსების თქმით, ამ დიაგნოზის ეჭვი მათ გამოკვლევების დაწყებამდეც ჰქონდათ, თუმცა ამ პერიოდში მიღწეული იყო ტკივილის შემსუბუქება და სიმპტომური მართვა, რის შემდეგაც კოლეგები საბოლოოდ შეჯერდნენ დიაგნოზზე და შემდგომი მკურნალობაც დაიგეგმა. “ელენე ხოშტარიას ჩაუტარდა არაერთი, როგორც რადიოლოგიური, ასევე, ლაბორატორიული კვლევა, მათ შორის, ნაწილი საზღვარგარეთ გაიგზავნა. ასევე, ჩატარდა არაერთი კონსულტაცია, როგორც საქართველოში, ისე, მის საზღვრებს გარე ექიმებთან. ამ პერიოდში, მიღწეული იყო ტკივილის შემსუბუქება, სიმპტომური მართვა, საბოლოოდ, კოლეგები შევჯერდით დიაგნოზზე, რომელზეც ეჭვი გვქონდა, ელენეს ციხეში ყოფნისას და დაიგეგმა შემდგომი მკურნალობა. დიაგნოზთან და მკურნალობასთან დაკავშირებით, დიახ, ჩვენ დავადასტურეთ დიაგნოზი, რაზედაც ეჭვი იყო, ეს გახლავთ - ანთებითი სპონდილოართრიტი. ამ ძალიან ბევრი კვლევის საფუძველზე გამოვრიცხეთ ამჟამად აქტიური ინფექციის არსებობა. კვლევებით ამოვწურეთ ყველა შესაძლო რისკის შესაძლებლობა, მინიმუმამდე დავიყვანეთ რისკები. ახლა, დიაგნოზის ვერიფიცირების შემდეგ, რაც არის ანთებითი ანთებითი სპონდილიტი, ანუ ხერხემლის ანთებითი დაავადება, რომლის დროსაც ზიანდება არამხოლოდ ხერხემალი, არამედ პერიფერიული სახსრები. ამ დაავადების საერთაშორისო რეკომენდაციის შესაბამისად, უნდა დაწყებულიყო ბიოლოგიური დაავადების მოდიფიცირების უნარის მქონე პრეპარატი, ჩვენ ამ პრეპარატებიდან ერთ-ერთი შევარჩიეთ, რომელიც ყველაზე შესაძლოდ უსაფრთხო იქნება. ამ პრეპარატს დავიწყებთ ხვალ”, - აცხადებენ ექიმები. ელენე ხოშტარია პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“ 29 ივნისს გადაიყვანეს, მკურნალობის პროცესს კი სრულად მისი ექიმები მართავენ და კლინიკისგან მხოლოდ ინფრასტრუქტურაა გამოყენებული.
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
რუბიო: აშშ-მ „დაბადების ტურიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ერთ თვეში 600-ზე მეტი ვიზა გააუქმა
აშშ-ის დაზვერვამ ევროპა გააფრთხილა, რომ პუტინი „ჰიბრიდულ“ თავდასხმას ამზადებს
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)