|
2026-07-09 13:05:59, 1348 ნახვა
პოლიტიკა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა დათანხმდა გერმანიისთვის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების, „ტომაჰავკის“ მიყიდვას. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის მეთაურმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მერცის თქმით, აღნიშნულ რაკეტებს ფედერალური მთავრობა შეიძენს და გერმანიაში განლაგდება. მხარეები ამის თაობაზე თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში შეთანხმდნენ. გერმანიის კანცლერის თქმით, ეს აღმოფხვრის თავდაცვაში არსებულ „მნიშვნელოვან სტრატეგიულ ხარვეზს“. მერცი ამბობს, რომ, ამავდროულად, ევროპა აპირებს საკუთარი სისტემების შემუშავებას და განლაგებას. გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო ტრანსატლანტიკურ ალიანსად რჩება, მაგრამ ევროპამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ უსაფრთხოებაზე.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)