|
2026-07-08 17:57:22, 1462 ნახვა
პოლიტიკა
ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან განიხილავს გეგმას, რომლის მიხედვითაც უკრაინა საკუთარი Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემებისა და მისი რაკეტების წარმოების შესაძლებლობას მიიღებს. "ჩვენ მოგცემთ ლიცენზიას, რომ Patriot-ები თავად აწარმოოთ. საკმაოდ მაგარია, არა?" - თქვა ტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრის დროს. "აწი ვეღარ იტყვით, რომ ჩვენ მათ საკმარისი რაოდენობით არ გაწვდით - თავად აწარმოებთ" - იხუმრა მან. მოგვიანებით, ჟურნალისტის კითხვაზე თუ რამდენად სწრაფად შეძლებად უკრაინა ამ ახალი წარმოების დაწყებას ტრამპმა შემდეგნაირად უპასუხა: "ვფიქრობ, მათ საკმაოდ სწრაფად შეუძლიათ მათი წარმოება". ცნობისთვის, ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ დიდი შვიდეულის (G7) სამიტის ფარგლებში დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ანტიბალისტიკური სისტემებისა და მათთვის განკუთვნილი რაკეტების წარმოების ლიცენზიის მიღების საკითხი განიხილა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)