12:02 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-05 10:00:33, 715 ნახვა

მსოფლიო
კრემლი: ტრამპმა პუტინს მოუწოდა, აშშ-სთან თანამშრომლობის მიზნით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები სწრაფად დაასრულოს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განიხილა ორ ქვეყანას შორის კონტაქტების გაგრძელება, მათ შორის სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა მათი საუბრის დეტალები გააზიარა, იტყობინება „კომერსანტი“.

„ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის უზარმაზარი პერსპექტივები არსებობს. ამის მისაღწევად, დონალდ ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელი იქნება უკრაინის კონფლიქტის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება“, - განუცხადა უშაკოვმა ჟურნალისტებს.

საუბრის დროს, იური უშაკოვმა დასძინა, რომ „აღინიშნა უახლოეს დღეებში ბაიკონურის კოსმოდრომიდან საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ერთობლივი რუსეთ-ამერიკული ეკიპაჟის გაშვების სიმბოლიზმი“.

„ეს არის კონკრეტული მაგალითი, რომელიც ადასტურებს, რომ ორი ძალა დაინტერესებულია მჭიდრო თანამშრომლობით და მრავალფეროვან სფეროებში“, - თქვა პრეზიდენტის თანაშემწემ.

საუბრის დროს პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარება.

უშაკოვის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს საომარი მოქმედებების შეწყვეტას. ვლადიმერ პუტინმა, თავის მხრივ, მიაწოდა ინფორმაცია მას რუსეთის შეიარაღებული ძალების ბოლოდროინდელი წარმატებების შესახებ ბრძოლის ველზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
სარჯველაძემ გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულები მოინახულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics