|
2026-07-03 13:59:10, 1751 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი ირანში ჩავიდა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ირანში ჩავიდა. შესაბამის კადრებს ირანული მედია ავრცელებს. ყაველაშვილს თეირანის აეროპორტში ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ. საქართველოს პრეზიდენტი ირანში, სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება. ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელი ცერემონია თეირანის მოსალას სალოცავ დარბაზში მიმდინარეობს. ხამენეისთან ერთად სალოცავ დარბაზში მისი ოჯახის სხვა გარდაცვლილი წევრებიც მიასვენეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, თეირანში ჩასულ ლიდერებს შორის, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის გარდა, არიან: თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი, ერაყის პრეზიდენტი ნეზარ ამიდი, უზბეკეთის პარლამენტის თავმჯდომარე ნურიდინ ისმოილოვი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი. დაკრძალვის ცერემონიები 9 ივლისამდე გაგრძელდება. 9 ივლისს კი აიათოლა ალი ხამენეის ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ მაშჰადში დაკრძალავენ.
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
გახარიას პარტია: აფხაზეთში კომერციული საწვავის იმპორტი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)