|
2026-07-03 12:52:07, 2339 ნახვა
პოლიტიკა
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
მოლდოვის პრემიერმინისტრმა ალექსანდრუ მუნტეანუმ 3 ივლისს განაცხადა, რომ მან თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რაც ასევე მთავრობის გადადგომასაც იწვევს. მუნტეანუს, რომელიც ქვეყნის პრემიერი 2025 წლის ნოემბრიდან იყო, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი სრულად არ განუმარტავს. "დღეს ჩემი პრემიერმინისტრობის ვადა დასრულდა. გადადგომა იმავე მომენტში გადავწყვიტე, როცა გავაცნობიერე, რომ ჩემი პრინციპებისა და რწმენის შესაბამისად ჩემი მანდატის შესრულება უკვე აღარ შემეძლო." – დაწერა მან X-ზე. მოლდოვის საპარლამენტო პროცედურის მიხედვით, ახლა პრეზიდენტი მაია სანდუ საპარლამენტო ჯგუფებთან კონსულტაციებს გამართავს, რის შემდეგაც პრემიერმინისტრობისთვის კანდიდატს დაასახელებს. მუნტეანუ თანამდებობაზე 2025 წლის სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაინიშნა, რომელშიც სანდუს "მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ" (PAS) პრორუსული მეტოქე დაამარცხა.
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
გახარიას პარტია: აფხაზეთში კომერციული საწვავის იმპორტი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)