|
2026-06-29 14:14:16, 2782 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს გონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მოიტანს იმას, რომ ევროკავშირის დაზიანებული რეპუტაცია, შეიძლება, ცოტა გამოსწორდეს, ლანძღვა-გინების მიღმა თუ აქვთ არგუმენტი, დავინახავთ, – ამის შესახებ ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ეს სამმართველო მოიტანს, და გვაჩვენებს შედეგებიც, რომ გარედან თავს მოხვეული სიძულვილი შემცირდება საქართველოში. ეს მნიშვნელოვანია, მათ შორის პოლიტიკური დებატებისთვის. როდესაც ლანძღვა-გინებაზე არიან გადასული პროევროპული ძალები, რა თქმა უნდა, იქ ითრგუნება ყოველგვარი ღია დისკუსია. ამიტომ ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტისთვის და ჩვენი უსაფრთოხებისთვისაც მნიშვნელოვანი საკითხია, არ იყოს სიძულვილის ენის გამოყენების მეშვეობით ურთიერთობების ესკალაციის წაქეზება. ამასთან, მეორე, რასაც ეს მოიტანს, არის ის, რომ ევროკავშირის დაზიანებული რეპუტაცია, შეიძლება, ცოტა გამოსწორდეს. დღეს ქართველების თვალში სიძულვილი ასოცირებულია პროევროპულობასთან. ვხედავთ, რომ ვინც იბრალებს პროევროპულობას, სწორედ ისინი არიან სიძულვილის წყაროები, უხამსობის მთავარი გამავრცელებლები სოცმედიაში და არამხოლოდ. ამიტომ, რაც ზიანდება ამით, არის თავად ევროკავშირის რეპუტაცია. ევროკავშირს თუკი არ უნდა, კვლავ ასოცირებული იყოს უხამსობასთან, ლანძღვა-გინებასა და სიძულვილის ენასთან, ვფიქრობ, ევროკავშირიც გულშემატკივარი უნდა იყოს ამ წამოწყების, რაც, საბოლოო ჯამში, აიძულებს ე.წ. პროევროპულ ძალებს, დაუბრუნდნენ ზრდილობიან, უხამსობის გარეშე რიტორიკას და ამით გაგვაგებინონ, რა სურთ. გავიგეთ, რომ ლანძღვა-გინება კარგად ცოდნიათ. ლანძღვა-გინების მიღმა თუ აქვთ რაიმე არგუმენტი და სათქმელი, ამას დავინახავთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)