12:35 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-29 10:55:19, 259 ნახვა

მსოფლიო
NYT: ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის პროექტში 20%-იან წილს მიიღებენ

„ნიუ-იორკ ტაიმსის“ ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილების ნაწილობრივ საკუთრებაში არსებული კომპანიის ინვესტორებმა ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვების პროექტთან დაკავშირებული კომპანიის 20%-იანი წილი მიიღეს.

გაზეთის ცნობით, გასული წლის სექტემბერში ამერიკულმა მხარემ (პირადად ვაჭრობის მდივანმა ჰოვარდ ლატნიკმა და ტელეფონით პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა) ყაზახეთის ლიდერ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეთანხმება მოიპოვა, რომ „ნაკლებად ცნობილ ამერიკულ კომპანიას მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს განუვითარებელ ვოლფრამის რეზერვზე წვდომა მიეცა“.

„ტრამპი და ლატნიკი ერთადერთნი არ იყვნენ, ვინც შესაძლებლობა დაინახეს. მათმა ვაჟებმა მალევე დაიწყეს პარტნიორებთან ბიზნესის კეთება იმ გარიგების ფარგლებში, რომელიც მათმა მამებმა მოაწყვეს“, - აღნიშნავს გაზეთი.

ანგარიშის თანახმად, „დომინარი სექიურითის“ ინვესტორებმა, კომპანია, რომელიც ნაწილობრივ აშშ-ის პრეზიდენტის ორ უფროს ვაჟს, დონალდ ტრამპ უმცროსს და ერიკ ტრამპს ეკუთვნის, სხვა პარტნიორებთან ერთად, ყაზახეთის პროექტთან დაკავშირებულ კორპორატიულ სტრუქტურაში 20%-იანი წილი მიიღეს.

„ნიუ-იორკი“ ასევე აღნიშნავს, რომ ლატნიკების ოჯახის მიერ კონტროლირებადმა და მისი ვაჟების, ბრენდონისა და კაილის მიერ ზედამხედველობაზე მყოფმა საინვესტიციო ფირმა „კანტორ ფიცჯერალდმა“ ყაზახეთთან გარიგებაზე დომინარისთან მომუშავე ერთ-ერთ წამყვან ინვესტორს მსგავსი სტრუქტურისთვის 210 მილიონი დოლარის მოზიდვაში დაეხმარა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics