|
2026-06-25 14:27:37, 1846 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: ფოთში საფუძველს ვუყრით ახალი ნავმისადგომის მშენებლობას, უმნიშვნელოვანესია
ქართული ოცნების პრემიერის ირაკლი კობახიძის თქმით, ფოთში ახალ ნავსადგომს აშენებენ, რაც "ქვეყნის ეკონომიკური და სატრანსპორტო პოტენციალის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა". კობახიძის თქმითვე, ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოება "არის მორიგი ნიშანი იმისა, რომ საქართველო რეგიონულ ლოგისტიკურ ცენტრად მკვიდრდება". "ეს პროექტი საერთო მიზნის გარშემო აერთიანებს სახელმწიფოს, ქართულ ბიზნესს და ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების ფინანსურ კორპორაციას (DFC). ეს პროექტი კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ ნდობასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ, მდგრადი განვითარების მიზნებზე ორიენტირებულ თანამშრომლობას ყოველთვის ხელშესახები შედეგები მოაქვს. ამავდროულად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, რომ ამ მასშტაბური ჩანაფიქრის ინიციატორი და განმახორციელებელი ქართული კომპანიაა. პეის ჯგუფის წარმატება აჩვენებს, რომ ადგილობრივ ბიზნესს აქვს კომპეტენცია და ყველა რესურსი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განახორციელოს ისეთი მასშტაბური პროექტები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მომავალს ქმნის", - თქვა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)