|
2026-06-22 12:05:18, 1448 ნახვა
პოლიტიკა
კიდევ 8 ადამიანს სასახლის ღობის საქმეზე სასამართლომ 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა
სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებულ 8 პირს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშს და რამაზ მამულაძეს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ცნობისთვის, აღნიშნულ პირებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-225-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. გარდა ამისა, მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც ჰქონდათ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. 19 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენების ფარგლებში ბრალდებულ 6 პირს, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, ზაქრო ალბუთაშვილს, კახაბერ მჟავანაძესა და დავით სტურუას 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ია დარახველიძეს კი 3 წლით. მათ ბრალი არ აღიარეს და საპროცესო შეთანხმება არ გააფორმეს. 12 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ზაქრო ალბუთაშვილი საპროცესო შეთანხმებას გააფორმებდა, შეთანხმება დღევანდელ სხდომაზე უნდა დამტკიცებულიყო, თუმცა ალბუთაშვილმა საპროცესოს გაფორმებაზე უარი თქვა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)