|
2026-06-19 11:45:46, 1938 ნახვა
პოლიტიკა
ყირგიზეთის შემდეგ კობახიძე ტაჯიკთში წავიდა
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა. ინფორმაციას ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. "დუშანბეს საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი კოხირ რასულზოდა დახვდება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერმინისტრის შეხვედრა ტაჯიკ კოლეგასთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში. საქართველოს მთავრობის მეთაურს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლებს ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემომალი რახმონი. შეხვედრის შემდეგ ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია პრემიერმინისტრის შეხვედრა ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან" - წერია განცხადებაში. ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში მაკა ბოჭორიშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, დავით სონღულაშვილი, გივი მიქანაძე, თინათინ რუხაძე და ლევან ჟორჟოლიანი არიან. ყირგიზეთში 2026 წლის 11-12 ივნისს პირველი მაღალი დონის ვიზიტი ბიშკეკში და შეხვედრა პრეზიდენტ სადირ ჯაფაროვთან.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)