|
2026-06-18 12:26:25, 1971 ნახვა
პოლიტიკა
ტუსკი რუსი მხატვრის მკვლელობაზე: ეჭვმიტანილი დაკავებულია, ის საქართველოს პასპორტს იყენებს
16 ივნისს, კრემლისა და რამზან კადიროვის კრიტიკით ცნობილი რუსი მხატვარი, სემიონ სკრეპეცკი, პოლონეთში მოკლეს. 44 წლის კაცს ბიალა-პოდლიასკაში ხუთჯერ ესროლეს. პოლონეთის პროკურატურამ ადგილზე 9 mm Luger GEC კალიბრის მასრები და ტყვია იპოვა. ზუსტად ამავე კალიბრისა და მარკის ვაზნები გამოიყენეს 2019 წელს ბერლინში, საქართველოს მოქალაქის, წარმოშობით ჩეჩენი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისას. მკვლელობიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ ბიალა-პოდლიასკაში მდებარე საკონსულოსთან ახლოს ბელარუსის ორი მოქალაქე დააკავა, თუმცა, ბრალი მათთვის არ წარუდგენიათ. ცოტა ხნის წინ, პოლონეთის პრემიერმა დონალდ ტუსკმა X-ზე დაწერა, რომ ლუბლინის პოლიციამ რუსეთის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა. მან ასევე განაცხადა, რომ პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურები მკვლელობის დამკვეთის დასადგენად მუშაობენ. "ლუბლინის პოლიციამ რუსეთის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა! ის საქართველოს პასპორტს იყენებს. სამსახურები მკვლელობის ორგანიზატორის დადგენაზე მუშაობენ", - დაწერა დონალდ ტუსკმა X-ზე. სემიონ სკრეპეცკი ქალაქ ბიალა-პოდლიასკაში საცხოვრებლად 2021 წელს გადავიდა, პოლონეთის მთავრობამ კი მალევე მიანიჭა ლტოლვილის სტატუსი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)