|
2026-06-17 17:14:59, 3414 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
„პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი ვნახე გზაში, როცა მოვდიოდი ამ ბრიფინგის ჩასატარებლად. ელენე ხოშტარიას საკითხი არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. პოსტი, რომელიც მე გზად წავიკითხე, სიმართლე გითხრათ, უცნაური იყო. მსგავსმა იმპულსურმა, არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიიყვანა ქვეყანა იქამდე, სადაც ვართ“ — ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ბრიფინგზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დღეს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი თავმჯდომარეობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანია „ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი, მას აქვს გამოცდილება, ენერგია, ხედვა რომ ამ გამოწვევას გაუმკლავდეს. ამავე დროს ვთავაზობ არჩევნების პროცესში შემოვიდეს ყველა, ვისაც რეფორმების სურვილი და ხედვა აქვს. ასევე არჩევნებში მონაწილეობა შეეძლება ყველას და ეს უნდა იყოს ხედვების შეჯიბრი“ — დაწერა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობა შესთავაზა, თუმცა ამ შეთავაზებაზე უარი თქვა. როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა 11 ივნისს „ფორმულას“ უთხრა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან კარგი თავმჯდომარე ჰყავს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)