|
2026-06-10 17:13:38, 950 ნახვა
პოლიტიკა
ღობის საქმის რვა ბრალდებულმა ბრალის აღიარების შემდეგ საპატიმრო დატოვა
2025 წლის 4 ოქტომბრის ღობის საქმეზე დაკავებულებმა, დანაშაულის აღიარების შემდეგ, სასამართლო დარბაზი დატოვეს. რვა ბრალდებული არიან: ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა კელეკეშაშვილი, გიორგი მუმლაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავა, ავთანდილ სურმანიძე, ვახტანგ ფიცხელაური და თემურ ქურციკიძე. მათ ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სტრატეგიული და სპეციალური ობიექტების ჯგუფის მიერ ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობას. მათ ასევე ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. აბო ნავერიანს, ანტონ უპერის (ძებნილი), ნანა სანდერსს და მარიამ მეკანციშვილს 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალი წაუყენეს, თუმცა მათ დანაშაული არ აღიარეს, ამიტომ მათთან საპროცესო შეთანხმება არ გაფორმებულა. ვახტანგ ფიცხელაური ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმებას შვილების მონატრების გამო დათანხმდა. ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებ! ისევ რომ შემაბრუნონ უკან, არ მეშინია - უთხრა დღეს "პირველებს" ვახტან ფიცხელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)