|
2026-06-08 20:59:17, 4851 ნახვა
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი - საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია მთელი რეგიონისთვის უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს
ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მთელი რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და ბაქოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. „რუსეთის მიერ ორი ქართული რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის - ოკუპაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას თურქეთის რესპუბლიკას და აზერბაიჯანის რესპუბლიკას მათი ურყევი მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)