|
2026-06-06 11:09:02, 3461 ნახვა
მსოფლიო
უკრაინულმა დრონებმა პეტერბურგი დაბომბეს, დააზიანეს წყალქვეშა იარაღის წარმოების მთავარი ინსტიტუტი
შაბათს დილით სანქტ-პეტერბურგი მასშტაბური დრონებით დაბომბვის ობიექტი გახდა. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე ბეგლოვმა განაცხადა, იტყობინება TASS. „6 ივნისის დილით სანქტ-პეტერბურგი უპილოტო სამხედრო მანქანებით მასშტაბური დაბომბვის ობიექტი გახდა. საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობს“, - წერს ის Max-ში. ბეგლოვმა ასევე მოუწოდა სანქტ-პეტერბურგის მაცხოვრებლებს, დარჩნენ სახლში და არ გავიდნენ გარეთ. რუსული მედიისა და ანალიტიკოსების ცნობით, სანქტ-პეტერბურგის შემადგენლობაში შემავალ ქალაქ ლომონოსოვში განხორციელებული საჰაერო თავდასხმისას კვამლი „ზღვის თბოტექნიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის“ ტერიტორიიდან ამოდიოდა. ეს ობიექტი რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან იქ წყალქვეშა იარაღისა და ტორპედოების ძრავებს აპროექტებენ.
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
გახარიას პარტია: აფხაზეთში კომერციული საწვავის იმპორტი საქართველოს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)