|
2026-06-04 11:07:31, 3357 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში ირანის ელჩი: ამერიკამ უნდა გამოასწოროს თავისი შეხედულება სამყაროზე
ირანის ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოუჯანი საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ "ამერიკამ უნდა გამოასწოროს თავისი შეხედულება სამყაროზე". "მე ვფიქრობ, რომ ამერიკამ უნდა გამოასწოროს თავისი შეხედულება სამყაროზე. ქვეყანამ, რომელიც სხვა ცივილიზაციების განადგურებას ცდილობს, ჯერ საკუთარი თავი უნდა გამოასწოროს", — დაწერა ელჩმა სოციალურ ქსელში. მანამდე აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში გამართულ მოსმენაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ თავად ჰკითხეს, თუ რა არის საჭირო აშშ-სთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. მათ კი მიაწოდეთ პასუხი და იმედოვნებენ, რომ ამ საფუძველზე შეძლებენ წინსვლას და "შეიცვლება არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან, არამედ მათი ქცევა", — თქვა რუბიომ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)