11:46 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-04 10:39:01, 3012 ნახვა

სამართალი
კახეთში 14 წლის მოზარდი ამტკიცებს რომ საკუთარი მანა 6 წელია აუპატიურებს

კახეთში, ოჯახური ძალადობისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე დაკავებულ 35 წლის კაცს, არასრულწლოვანი შვილი შესაძლო სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს - ინფორმაციას გამოცემა მთავარი ამბები კახეთიდან ავცელებს.

მათივე გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულის კვალიფიკაციისა და ბრალის ზუსტი ფორმულირების დასადგენად, 14 წლის გოგონა ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.

მოზარდის მტკიცებით, ბიოლოგიური მამა 6 წელია მასზე ძალადობს. არასრულწლოვანმა კონკრეტული ფაქტებიც დაასახელა.

მომხდარის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც კაცი ცოლზე ძალადობისა და მისი ტანსაცმლის დაწვის ფაქტზე აიყვანეს.

ინფორმაცია ოჯახური კონფლიქტის თაობაზე სამართალდამცავებს სწორედ ქალმა მიაწოდა, მაშინ, როცა მამაკაცი, ნათესავთან სტუმრად მყოფი შვილის სახლში ძალით დაბრუნებითა და მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებით იმუქრებოდა.

14 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, სასჯელს იხდის მისი ნათესავი მამაკაციც.

თავად მამის მიმართაც არსებობდა წარსულში მსგავსი შინაარსის ბრალდება მისივე ნათესავის მხრიდან, თუმცა კონკრეტული დანაშაული არ დადასტურდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდმა საკუთარი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დედასა და ბებიას მიაწოდა, ფაქტის დასადასტურებლად სოფელში ოჯახის წევრების გამოკითხვას ითხოვენ.

მამაკაცი ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. არასრულწლოვანის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ეპიზოდზე კი სამართალდამცავები შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

საქმეში ჩართული არიან ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი, ასევე განიხილება მისი სპეციალიზებულ სერვისში გადაყვანის საკითხი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
სარჯველაძემ გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულები მოინახულა
გომის მთაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 11 პაციენტიდან 6 ბავშვია, ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან
პუტინის რეჟიმმა კენედების დინასტიის წევრი, მოქმედი ჯანდაცვის მინისტრის შვილი, ძებნაში გამოაცხადეს და პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics