|
2026-06-03 19:55:33, 4123 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Spotlight X გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 14 ივნისს თბილისში, სასტუმრო „ტელეგრაფში“, გაიმართება Spotlight X — ღონისძიება, რომელიც მარკეტინგის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებს გააერთიანებს. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ სპიკერებს ტექნოლოგიების, კრიპტო ეკოსისტემის, კონტენტის, კულინარიის, გეიმინგის და სხვა მრავალი ინდუსტრიიდან. მათ შორის, დავით ღვედაშვილი, საქართველოს ბანკის Digital Cluster Product Owner ბანკის ციფრული განვითარების გამოცდილებაზე ისაუბრებს. ღონისძიება მოიცავს როგორც საჯარო გამოსვლებსა და პანელურ დისკუსიებს, ასევე პრაქტიკულ სესიებს. საქართველოს ბანკის მიერ ორგანიზებული სპეციალური ვორკშოპი ინვესტიციებისა და კრიპტო აქტივების თემატიკას დაეთმობა. სესიის ფარგლებში, გიორგი გურგენიძე, საქართველოს ბანკის Digital Product Owner, მონაწილეებს გააცნობს საინვესტიციო ბაზრის ძირითად პრინციპებს, აქციებისა და კრიპტო აქტივებით ინვესტირების შესაძლებლობებს მობილბანკის საშუალებით. ვორკშოპის მონაწილეები საქართველოს ბანკისგან სიმბოლურ საჩუქარს მიიღებენ. ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოს ბანკის Visa ბარათის მფლობელებისთვის გათვალისწინებულია 15%-იანი ფასდაკლება. Spotlight X-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი ღონისძიების მასპინძელია The Telegraph Hotel გენერალური პარტნიორი: Betsson პლატინის სპონსორები: Visa, Tegeta ოქროს სპონსორები: Smartsoft, თეთრი კვადრატი პარტნიორები: Aversi, Upgaming, Self.HR, Jacobs, Silknet, BDO Digital, Redbull, საქართველოს უნივერსიტეტი, Silk Rewards, Signall.ge, National Geographic, Render Group, Ton, biletebi.ge ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://spotlight.ge/
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)