|
2026-06-03 12:12:02, 1852 ნახვა
ეკონომიკა
მაისში წლიურმა ინფლაციამ 5.7 პროცენტი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.7 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 3.5 პროცენტით განისაზღვრა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.39 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.8 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებასა (0.4 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (0.2 პროცენტი); სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.6 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-7.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-1.9 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-0.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-0.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-0.1 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (3.2პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (2.4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.5 პროცენტი), თევზეული (1.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.8 პროცენტი); კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 3.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.1 პროცენტული პუნქტით აისახა“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)