02:50 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-02 13:56:42, 2559 ნახვა

პოლიტიკა
აჭარის ტელევიზიიდან თანამშრომლები გაუშვეს

"აჭარის ტელევიზიიდან" თანამშრომლები გაუშვეს.  თანამშრომლებმა ელექტრონული წერილები იმის შესახებ, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში შრომითი ხელშეკრულებები შეუწყდათ, დღეს მიიღეს და ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გაავრცელეს. 

"მეედიაჩეკერის" ცნობით, გათავისუფლებულ თანამშრომლებს შორის არიან: ირინა ყურუა, მაია მერკვილაძე, თეონა ხარაბაძე, ლევან ურიდია და სალომე გეგეშიძე. 

"სულ რამდენიმე წუთის წინ შევამოწმე ფოსტა, წერილი მომივდა, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში, შეგიწყდა შრომითი ხელშეკრულება ჩვენთანო. მეტი არაფერი არ ვიცი ამ ეტაპზე" - ამბობს მაია მერკვილაძე.

"ყველამ ერთნაირი მეილი მივიღეთ…რეორგანიზაციის პროცესში, სამი თვის განმავლობაში, თანამშრომელთა უმრავლესობა სამსახურში არ არის, მხოლოდ ნიუსი მუშაობს, შესაბამისად, ვინ მიიღო დამატებით გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია, ზუსტად ვერ გეტყვით", - ამბობს თეონა ხარაბაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირში მეორე სამხედრო ქარხანა აფეთქდა, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მომწოდებლებთან იყო დაკავშირებული
უკრაინამ რუსეთს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics