|
2026-05-31 17:18:20, 4146 ნახვა
პოლიტიკა
ლელომ წარმოადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების გეგმა
პოლიციის დღეს, კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველო“-მ წარმოადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების გეგმა. პრეზენტაცია მოიცავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე დისკუსიას. „ლელოს“ მიერ წარმოდგენილი კონცეფცია მოიცავს ცხრა ძირითად რეფორმის სფეროს: პოლიციის დაცვა პოლიტიკური გავლენისგან; „დღევანდელი რეალობა აჩვენებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციური სტრუქტურა შეიცავს რიგ პრობლემებს, რომლებიც გავლენას ახდენს პოლიციის ნეიტრალიტეტზე, მის ეფექტურობასა და საზოგადოების ნდობის დონეზე. ჩვენი პოლიტიკური მიზანია საქართველოში შევქმნათ დეპოლიტიზებული, პროფესიონალური და საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის ძალა, რომელიც ემსახურება მოქალაქეებს და არა პოლიტიკურ ინტერესებს. ნორმალურ სახელმწიფოში პოლიციელი უნდა იყოს მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტი და არა შიშის წყარო. ღირსეული პოლიციელი თავად სისტემამ უნდა დაიცვას“, - განაცხადა „ლელო - ძლიერი საქართველომ“.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)