|
2026-05-29 16:11:33, 4454 ნახვა
პოლიტიკა
მოქალაქეზე ძალადობისთვის დაკავებულ 6-ვე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
გორში მოქალაქეზე ძალადობის ფაქტზე დაკავებულ 6-ვე პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ამ საქმეზე ბრალდებული პოლიციელები არიან: ალექსი ბადალოვი, ვლადიმერ გოდერძიშვილი, გიორგი ზაკო წკრიალაშვილი, საბა წაველიძე, ალეკო თოფჩიშვილი, ვანიკო მისირელი. პროკურატურა მათ სასახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავება - მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინათ, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 27 მაისს „ფორმულამ“ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ გორში, კომბინატის დასახლებაში პოლიციელები მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს. მოგვიანებით პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობაზე გამოძიება დაიწყო. დააკავეს 6 სამართალდამცავი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)