|
2026-05-27 22:58:41, 5239 ნახვა
პოლიტიკა
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
ფორმულას ჟურნალისტი ლადო ბიჭაშვილი, რომელმაც გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეზე ძალადობის კადრები გადაიღო, გამოკითხვაზე დაიბარეს. გამოკითხვაზე ასევე დაბარებულია მედიაპლატფორმა ქართლის ამბების ჟურნალისტი გიორგი ახალკაციც. ძალადობის ამსახველი კადრები მანაც გადაიღო. გორში, კომბინატის დასახლებაში, დაკავებისას პოლიციელები მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა ფორმულამ გაავრცელა. ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ დააკავეს მოქალაქე, რომელზეც პოლიციელებმა იძალადეს. მან იზოლატორი უკვე დატოვა, თუმცა მის წინააღმდეგ გამოძიება პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)