|
2026-05-27 21:25:14, 4924 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, დააკავეს პაპუნა ლოცულაშვილი, მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს. "ცინიკურია, რომ 35-ე მუხლით დააკავეს ნაწამები ადამიანი. ყველაზე ცინიკურია ის, რომ დამკავებელი, რომელმაც გაიყვანა ის იზოლატორში, კადრებში ჩანს, რომ არის ერთ-ერთი მოძალადე, მას აღენიშნება სახეზე მრავლობითი დაზიანება. მოვიკითხე ამბავი და ძალადობა მრავალ ადგილას მოხდა, რაც კადრებში ჩანს არის ბოლო ეპიზოდი", - თქვა მან ინტერპრესნიუსთან. გორში, კომბინატის დასახლებაში, დაკავებისას პოლიციელები მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა ფორმულამ გაავრცელა. ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)