|
2026-05-23 23:39:00, 5620 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 23 მაისს განაცხადა, რომ კიევზე პოტენციური მასშტაბური თავდასხმის ფარგლებში რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა "ორეშნიკის" გამოყენებასაც აპირებს. ზელენსკიმ რუსეთის შესაძლო იერიშთან დაკავშირებით ინფორმაცია უკრაინულ დაზვერვასა და დასავლელი პარტნიორების მიერ გაზიარებულ ცნობებზე დაყრდნობით გაავრცელა. "ჩვენმა სადაზვერვო სამსახურებმა მიიღეს ინფორმაცია, მათ შორის ამერიკელი და ევროპელი პარტნიორებისგან, რომ რუსეთი "ორეშნიკის" რაკეტით იერიშისთვის ემზადება. ამ ინფორმაციას ვამოწმებთ," აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინა ხედავს სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენებით ერთობლივი იერიშისთვის მომზადების ნიშნებს. "უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის, კიევზე, სხვადასხვა ტიპის იარაღით ერთობლივი თავდასხმისთვის მომზადების ნიშნებს ვხედავთ. ამ იერიშში შესაძლოა, კონკრეტული საშუალო რადიუსის იარაღიც გამოიყენონ." – განაცხადა ზელენსკიმ.
მინისტრი: თურქეთი საკუთარი ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებას გეგმავს
გერმანიის ახალი ელჩი - არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან
პოლიციამ თბილისში „გლოვოს“ კურიერის ცემის ბრალდებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავა
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი გავიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)