|
2026-05-23 12:26:56, 1947 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი „ასოცირებული წევრობის“ იდეას უსამართლოდ მიიჩნევს - Reuters
ევროკავშირის ლიდერებისადმი გაგზავნილ წერილში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გერმანიის წინადადება უკრაინისთვის ევროკავშირის წევრის „ასოცირებული“ სტატუსის მინიჭების შესახებ „უსამართლოა“, რადგან ეს კიევს ევროკავშირში ხმის მიცემის უფლებას ჩამოართმევს. ამის შესახებ, ნათქვამია „როიტერის“ მიერ მოპოვებულ წერილში. ადრე გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა შესთავაზა უკრაინისთვის ევროკავშირის შეხვედრებში ხმის მიცემის უფლების გარეშე მონაწილეობის უფლების მიცემა, როგორც ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ გადადგმული შუალედური ნაბიჯი. პასუხად, ზელენსკიმ პარასკევს, 22 მაისს, გვიან ღამით გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის გადაყენებამ გასული თვის არჩევნების შემდეგ გაწევრიანების მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესის შესაძლებლობა შექმნა. „უსამართლო იქნება უკრაინისთვის ევროკავშირში ყოფნა, მაგრამ ხმის მიცემის უფლების გარეშე დარჩენა. დადგა დრო, წინ წავიდეთ უკრაინის სრულფასოვანი და მნიშვნელოვანი წევრობისკენ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროპელ ლიდერებს ომის დროს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ უკრაინა მთელი ევროკავშირისთვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბასტიონია. „ჩვენ ვიცავთ ევროპას - სრულად, არა ნაწილობრივ და არა ნახევრად. უკრაინა იმსახურებს სამართლიან მიდგომას და თანასწორ უფლებებს ევროპაში“, - დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა. წერილი მიმართული იყო ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ანტონიო კოსტისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენისა და კვიპროსის პრეზიდენტის, ნიკოს ქრისტოდულიდესისადმი. საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ თავი შეიკავა ფრიდრიხ მერცის იდეის მხარდაჭერისგან ან კატეგორიული უარყოფისგან ევროკავშირისა და უკრაინას შორის ურთიერთობების ახალი ფორმატის შესახებ, თუმცა კიდევ ერთხელ გაიმეორა კიევის მოთხოვნები. ხოლო უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა ტარას კაჩკამ განაცხადა, რომ უკრაინა არ ეწინააღმდეგება გერმანიის კანცლერის „ასოცირებული წევრობის“ წინადადების ელემენტს, რომელიც ეხება ევროკავშირის ინსტიტუტებში მონაწილეობას ევროკავშირში სრულ გაწევრიანებამდე.
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)