|
2026-05-23 11:44:35, 2284 ნახვა
მსოფლიო
ამერიკელი სენატორები ორივე პარტიიდან, პენტაგონისგან უკრაინისთვის დახმარების დაჩქარებას მოითხოვენ.
აშშ-ის სენატორების ორპარტიულმა ჯგუფმა თავდაცვის მინისტრ პიტ ჰაგსეთს წერილი გაუგზავნა, რომელშიც უკრაინისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის 600 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას ითხოვდა. ამის შესახებ Associated Press იტყობინება. 600 მილიონი დოლარიდან 400 მილიონი უკრაინისთვისაა განკუთვნილი, ხოლო დარჩენილი 200 მილიონი ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის თავდაცვის პროგრამებისთვის. კონგრესმა ეს თანხები გასულ წელს გამოყო. წერილს ხელი მოაწერეს დემოკრატებმა დიკ დურბინმა, მაიკლ ბენეტმა და კეტრინ კორტეს მასტომ, ასევე რესპუბლიკელებმა ჩაკ გრასლიმ, კევინ კრამერმა და ტომ ტილისმა. „უკრაინამ მტკიცედ და გაბედულად მოიგერია რუსეთის ოთხი წლის აგრესია, მაგრამ მის სამხედრო ძალებს სჭირდება და იმსახურებს ამერიკის მხარდაჭერის გაგრძელებას“, - ნათქვამია წერილში. სამ კვირაზე მეტი ხნის წინ კონგრესის სხდომაზე ჰაგსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის დაფინანსება „განიხსნა“ და ხარჯების გეგმა მალე გაეგზავნება კანონმდებლებს. თუმცა, პენტაგონმა 15 მაისის დაპირებული ვადა ვერ შეასრულა. „ნებისმიერი შემდგომი შეფერხება, განსაკუთრებით თავდაცვის დეპარტამენტის მიერ რეგიონიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის გეგმების გათვალისწინებით, ძირს უთხრის რუსეთის შეკავების ჩვენს შესაძლებლობას“, - მიაჩნიათ სენატორები. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) 400 მილიონი დოლარის ოდენობის პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს პენტაგონის მიერ ამერიკული თავდაცვის კომპანიებისგან აღჭურვილობის შეძენას. ეს ასიგნება შეტანილი იყო ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომელიც კონგრესმა 2025 წლის დეკემბერში დაამტკიცა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცა უკრაინისთვის Hawk-ის არსებული საჰაერო თავდაცვის სისტემების მოვლა-პატრონობისთვის აღჭურვილობის პოტენციური გაყიდვა, რომლის საერთო ღირებულება 108.1 მილიონი დოლარია.
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
კობახიძემ შპს „სოლიდუსს“ სამი თვით გაუგრძელდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის სპეციალური თანხმობის მოქმედება
ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა „სოლიდუსია“ მისი მფლობელი გიორგი არველაძეა
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)