|
2026-05-20 18:00:23, 4257 ნახვა
მსოფლიო
ირანში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ დღეში ჰორმუზის სრუტე 26-მა გემმა გადაკვეთა
„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში ჰორმუზის სრუტე 26-მა გემმა გადაკვეთა. მათივე ცნობით, საზღვაო ხომალდებს შორის იყვნენ ნავთობტანკერები, კონტეინერმზიდები და სხვა კომერციული გემები. „ეს მოხდა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალებთან კოორდინაციითა და უსაფრთხოების უზრუნველყოფით“, – ნათქვამია სამხედრო ძალების განცხადებაში. ამასთან, ირანის რევოლუციურმა გვარდიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სრუტის გავლა მხოლოდ ირანთან წინასწარი კოორდინაციით არის დასაშვები. იქამდე კი გავრცელდა ცნობა, რომ დღეს, სულ მცირე, სამმა გემმა, რომლებსაც დაახლოებით რვა მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი გადაჰქონდათ, ჰორმუზის სრუტის ძირითადი საზღვაო მარშრუტი გაიარა. საუბარია ორ ჩინურ და ერთ სამხრეთ კორეულ ტანკერზე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)