|
2026-05-19 10:41:34, 6458 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე- გუშინ აზერბაიჯანში გაფორმებული ხელშეკრულება გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით ბუნდოვანია და ბევრ კითხვას ბადებს
"გუშინ აზერბაიჯანში გაფორმებული ხელშეკრულება გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით ბუნდოვანია და ბევრ კითხვას ბადებს". - წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში. "გუშინ აზერბაიჯანში გაფორმებული ხელშეკრულება გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით ბუნდოვანია და ბევრ კითხვას ბადებს. საქართველოს მთავრობამ უნდა აუხსნას საზოგადოებას, თუ რას მოაწერეს ხელი, შეიცვალა რაიმე თუ არა ძველ ხელშეკრულებაში თუ ახალი გაფორმდა, რა დათმო საქართველომ და რა მიიღო სანაცვლოდ? მთავარი კითხვა მდგომარეობს იმაში, მართლა გაგრძელდა ძველი ხელშეკრულება, როგორც აცხადებენ თუ გაფორმდა ახალი? ეს არსებითად ცვლის პირობებს, ამაზე არის დამოკიდებული ბევრი რამ, მათ შორის დაგვრჩა თუ არა ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენდით გაზის მიღების სივრცე. ასევე რა ფასად მივიღებთ ე.წ. დამატებით გაზს აზერბაიჯანიდან და ვისი საკუთრებისაა ეს გაზი. თუ ხელშეკრულება გაგრძელდა, რატომ აწერს ხელს “სოკარი”? ჩვენ ხელშეკრულება გაფორმებული გვქონდა არა აზერბაიჯანთან, არამედ სართაშორისო კონსორციუმთან, სადაც გაზის ძირითადი მესაკუთრეები დასავლური კომპანიები არიან( ბიპი, ტოტალი). ჩვენ ამ კონტრაქტით ვღებულობდით არა აზებაიჯანის სახელმწიფოს კუთვნილ ე. წ. სოკარის გაზს, არამედ საერთაშორისო კონსორციუმის გაზს. ამ კონსორციუმისგან ჯერ-ჯერობით ამ საკითხზე რაიმე განცხადება არ მოგვისმენია. დავკარგეთ თუ არა ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენდში ჩვენი სივრცე, 500 მლნ. მ3-ის მოცულობით? დარჩენილი 1 მრდ.მ3 მოცულობის გატარების სივრცე, რომელიც მესამე წელია, რაც აზერბაიჯანს გადავეცით, რატომ მოხდა ეს, რა პირობით და რა ვადით? მთლიანად რომ მივებით ყაზახი-საგურამოს საბჭოთა ამორტიზებულ მილს, ეს ფაქტია. სანაცვლოდ რა მივიღეთ? და ბოლოს, აზერბაიჯანის სახელმწიფოს კუთვნილ გაზს მივიღებთ ასევე აზერბაიჯანის სახწლმწიფოს კუთვნილი( თანაც ამორტიზებული) მილით თუ საერთაშორისო კონსორციუმის კუთვნილი აზერბაიჯანული წარმოშობის გაზს, უკიდურესად დაცული ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილით, არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური საკითხიცაა" - წერს რომან გოცირიძე. გუშინ ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა გააფორმეს "ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში შეთანხმებათა პაკეტი"
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)