15:55 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-02 18:48:50, 1212 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი მთიანი ყარაბაღის მხარეებს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას თხოვს

ევროკავშირი მთიანი ყარაბაღის მხარეებს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვას თხოვს, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთოხების პოლიტიკის უზენაესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის განცხადებაშია აღნიშნული.

„მთიან ყარაბარში ბრძოლის შესახებ ცნობები ღრმა შეშფოთებას იწვევს. მხარეებმა უნდა გამოაჩინონ თავშეკავებულობა და თავი შეიკავონ ისეთი ქმედბებეისა და განცხადებებისგან, რომლებიც კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს“, - ნათქვამია მოგერინის განცხადებაში,

ამასთან, მოგერინიმ მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა.

ცნობისთვის, კონფლიქტის ზონაში სიტუაციის ესკალაციის შესახებ ცნობები დღეს დილით გავრცელდა. აზერბაიჯანი და სომხეთი ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ავრცელებენ. ბაქო სომხური ტექნიკის და ცოცხალი ძალის დიდ დანაკარგებზე საუბრობს, თავის მხრივ ერევანში აზერბაიჯანელი სამხედროების განადგურების შესახებ აცხადებენ.

მთიანმა ყარაბაღმა, რომელიც ძირითადად ეთნიკური სომხებით არის დასახლებლი, საკუთარი დამოუკიდებლობის შესახებ 1991 წელს გამოაცხადა, რასაც შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის რეგიონმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სომხურმა შეიარღებულმა ძალებმა მისი ოკუპაცია მოახდინეს. ოკუპირებულია ასევე მთიანი ყარაბაღის მიმდებარედ აზერბაიჯანის 7 რაიონი. 1994 წელს აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სომხეთში „გაზპრომ-სომხეთის“ თანამშრომლები მექრთამეობის ბრალდებით დააკავეს
3 ოქტომბერს ვანში, წალკაში, დმანისში და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გვარამია: საქართველოს დამაქცევარ ივანიშვილის რეჟიმს მინდა ვკითხო - ვინ დაიწყო ომი 1992 წელს აფხაზეთში?
NATO: ალიანსი 24/7 რეჟიმში არის მზად, უპასუხოს ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს, რათა დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორია და ხალხი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics