|
2026-05-13 17:23:05, 3332 ნახვა
მსოფლიო
თურქეთმა სომხეთთან ორმხრივ ვაჭრობაზე არსებული შეზღუდვები გააუქმა
თურქეთმა სომხეთთან ორმხრივ ვაჭრობაზე არსებული შეზღუდვები გააუქმა. გადაწყვეტილებას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა და მას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში კიდევ ერთი ნაბიჯი უწოდა. სომხეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის, ანი ბადალიანის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნა მნიშვნელოვანია როგორც სავაჭრო და ბიზნესკავშირების გაფართოებისთვის, ისე რეგიონში ეკონომიკური დაკავშირებადობის გაძლიერებისა და მშვიდობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. „ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის სრულფასოვანი და ბუნებრივი ურთიერთობების განვითარების მიმართულებით“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ პროცესის გაგრძელება შესაძლოა სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნითა და დიპლომატიური ურთიერთობების ოფიციალურად დამყარებით დასრულდეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)