|
2026-05-13 10:03:32, 5571 ნახვა
სხვადასხვა
იტალიის სასამართლომ ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა
კონსერვატიული კათოლიკეების აღშფოთება გამოიწვია იტალიის სასამართლომ, რომელმაც ოთხი წლის ბავშვს ქორწინებაში მყოფი ორი მამის უფლებები აღიარა. სასამასრთლომ გამოარკვია, რომ წყვილის შვილი სუროგაციის გზიღ არ გაუჩენია და ბავშვს დედაც ჰყავს, რომელის უფლებაც სასამართლომ ასევე აღიარა. - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს, ბავშვი გერმანიაში დაიბადა და იქ ორ დაქორწინებულ მამაკაცთან ერთად ცხოვრობს, რომელთაგან ერთ-ერთი ბიოლოგიური მამაა, რომელმაც ის წყვილის მეგობარი ქალისგან გააჩინა. არაბიოლოგიურმა მამამ, იტალიელ-გერმანიის მოქალაქემ, შემდგომში ბავშვი გერმანიის კანონმდებლობის შესაბამისად იშვილა, მაგრამ იტალიაში ამ შვილად აყვანის აღიარება მოითხოვა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უარყო მოთხოვნა, რადგან ეჭვობდა, რომ ბავშვი სუროგაციის გზით დაიბადა საზღვარგარეთ - პრაქტიკა, რომელსაც იტალიის კონსერვატიული მთავრობა დანაშაულად მიიჩნევს. სამხრეთ იტალიის ქალაქ ბარის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გააუქმა და დაადგინა, რომ სუროგაციის შეთანხმება არ არსებობდა. ეს გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა, ნიშნავს, რომ იტალია, გერმანიის მსგავსად, ბავშვს ორი კანონიერად აღიარებული მამის და ერთი დედის ყოლად ცნობს. გადაწყვეტილება იანვარში იქნა მიღებული, თუმცა საჯაროდ გამოქვეყნდა, როდესაც იტალიაში ერთსქესიანთა პარტნიორობის ლეგალიზების შესახებ კანონის პარლამენტის მიერ მიღების 10 წლის იუბილე აღინიშნა. კათოლიკურმა ორგანიზაციამ „პრო ვიტა და ოჯახი“, რომელიც ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს იცავს, დაგმო გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ერთსქესიანთა კავშირების იურიდიული აღიარება „ოჯახის კანონმდებლობას ცვლის, არასრულწლოვნებს ყველანაირ სოციალურ და იდეოლოგიურ ექსპერიმენტს უტარებს“.
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)