|
2026-05-11 14:49:31, 2878 ნახვა
პოლიტიკა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) კვლევის მიხედვით, 2025 წელს „ქართულმა ოცნებამ“ 26.5 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც ყველა სხვა პოლიტიკური პარტიის საერთო შემოსავალს აღემატება. ორგანიზაციის მონაცემებით, დანარჩენი პარტიების ჯამურმა შემოსავალმა 22.5 მილიონი ლარი შეადგინა. ანტიკორუფციულ ბიუროში წარდგენილ ფინანსურ დეკლარაციებზე დაყრდნობით ISFED-ი აცხადებს, რომ გასულ წელს პარტიების საერთო შემოსავალმა დაახლოებით 49 მილიონ ლარს მიაღწია. კვლევის მიხედვით, შემოსავლების მთავარი წყარო კვლავ შემოწირულებები იყო, ხოლო სახელმწიფო დაფინანსების წილი 18%-ს შეადგენდა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პოლიტიკურ ფინანსებზე არათანაბარი წვდომა 2025 წელსაც მნიშვნელოვან პრობლემად დარჩა. კვლევის თანახმად, „ქართულ ოცნებას“ ფიზიკურმა პირებმა 18 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს, რაც ყველა პარტიის შემოწირულებების 67%-ია. ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიებისთვის გამოყოფილი თანხის 68% სწორედ მმართველ პარტიაზე მოდიოდა. ISFED-ის ინფორმაციით, 91-მა პირმა „ქართულ ოცნებას“ კანონით დაშვებული მაქსიმალური თანხა — 60 ათასი ლარი შესწირა. ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი ფინანსურად ერთჯერად ოპერაციებზე იყო დამოკიდებული. მაგალითად, „ერთიანობა — ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოსავლების 95% ოფისის გაყიდვიდან მიიღო, ხოლო „რესპუბლიკური პარტიის“ მთლიანი შემოსავალიც ქონების გაყიდვამ შეავსო. ISFED-ის მონაცემებით, 2025 წელს პარტიების საერთო ხარჯმა 46 მილიონ ლარს გადააჭარბა. ყველაზე დიდი დანახარჯი კვლავ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა — 23.8 მილიონი ლარი, რაც საერთო ხარჯების 52%-ს შეადგენს.
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
ფორმულა: ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი კომპანია „რესპსოლისგან“ შეიძინეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)