|
2026-05-08 13:17:03, 3535 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილს წარმომადგენელი პაპუაშვილი საერთაშორისო გამჭირვალობას ემუქრება
ივანიშვილის წარმომადგენლის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "ჩაეძიებიან" ვინ აფინანსებს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს. პაპუაშვილი ორგანიზაციის დამფინანსებლეს საქართველოს მტრებად მოიხსენიებს. "მე ვნახე ბანერი, ესტონური ორგანიზაციის - საერთაშორისო გამჭვირვალობა, რომელიც ამბობს, რომ [4 ოქტომბრისთვის დაკავებულები] პოლიტიკური პატიმრები არიანო და მე მინდა, რომ საქართველომ კარგად იცოდეს, რომ ყველა ვინც ამ ორგანიზაციას - საერთაშორისო გამჭვირვალობას აფინანსებს არის საქართველოს მტერი, ეს უნდა გავიგოთ ჩვენ, უნდა ჩავეძიოთ ვინ აფინანსებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს და გავიგებთ, ვინ არის საქართველოს მტერი. 90-იანების სცენარის გამართლებას ვინც ცდილობს და ვინც აფინანსებს, ის არის საქართველოს მტერი და სხვა არაფერი და ეს პირდაპირ უნდა ითქვას. ჩავეძიებით, იცით, რომ ოფისი ვნახეთ სადაც არის დარეგისტრირებული ეს ორგანიზაცია, ის ხუხულა. ვნახავთ, ცოტა ხანში გავერკვევით კიდევაც ვისი ფული იხარჯება საქართველოში სისხლისღვრის ინსპირაციისთვის". - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 7 მაისს, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო 4 ოქტომბრის მოვლენების ფარგლებში დაკავებული 10 პირის საქმეზე გამოტანილ განაჩენს გამოეხმარა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)