|
2026-05-07 09:09:24, 4641 ნახვა
პოლიტიკა
სიბიგა - შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით
6 მაისს, უკრაინული მხარის ინიციატივით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს, მაკა ბოჭორიშვილს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. „საუბრის დროს განხილული იქნა საქართველო-უკრაინის ურთიერთობები, ხაზი გაესვა დიალოგის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით შემდგომ ნაბიჯებს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. ანდრეი სიბიგამ სატელეფონო საუბრის შესახებ უფრო დეტალურად ისაუბრა სოციალური მედიის საშუალებით. „მოხარული ვიყავი, რომ ერევანში ბოლო დროს გამართული კონტაქტების შემდეგ, ჩემს ქართველ კოლეგასთან, მაკოია ბოჭორიშვილთან დიალოგი გავაგრძელე. დღევანდელი სატელეფონო საუბრის დროს აღვნიშნეთ ჩვენს ქვეყნებს შორის კონსტრუქციული დიალოგი და შევთანხმდით ორმხრივ ინტერესზე უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით. ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობაზე. მათ ასევე დაადასტურეს ჩვენი მზადყოფნა, ხელი შევუწყოთ ორმხრივ თანამშრომლობას და შევინარჩუნოთ აქტიური კონტაქტი“, - წერს სიბიგა. შეგახსენებთ, რომ 4 მაისს, ერევანში, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა გაიმართა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კომუნიკაცია ასევე უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და უკრაინის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა - მაკა ბოჭორიშვილმა და ანდრეი სიბიგამ.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)