|
2026-05-04 19:16:47, 5342 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
არავის არ ენანება არც 1 თეთრი, არც 50 და არც თუნდაც 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი, მთავარია, ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული. სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს ეხება საქმე, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ერევანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, დიუშენით დაავადებული ბავშვების მედიკამენტთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო არის ბოლომდე ჩართული. „ეს არის მგრძნობიარე საკითხი, ჯანდაცვის სამინისტრო არის ბოლომდე ჩართული ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიის გაგრძელებაში. რაც შეეხება, ფარმაცევტულ კომპანიებს, ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, ასეთი საკითხების მოგვარების დროს, არის სწორედ ფარმაცევტული კომპანიები. არის მარტივი მაფია ჩამოყალიბებული, ამ მაფიას აქვს კონკრეტული წამლების რეალიზაციის ინტერესი, სხვადასხვა მიმართულებით გამოიკვეთა ეს ყველაფერი. ამიტომ აქ არის სწორედ სიფრთხილე საჭირო, როდესაც ფარმაცევტულ კომპანიებს ეხება საქმე. მსოფლიო მასშტაბით არის ეს მაფია გაშლილი, ეს მარტო საქართველოს არ ეხება. ამიტომ ყველა საკითხი უნდა იყოს აწონდაწონილი, გონივრულად. არავის არ ენანება არც 1 თეთრი, არც 50 და არც თუნდაც 150 მილიონი იმაში, რასაც მოაქვს კონკრეტული შედეგი. ეს არის ზოგადი მიდგომა. დანარჩენი, რაც შეეხება კონკრეტიკას, ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს აქვს კომუნიკაცია, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს და ჯანდაცვის სამინისტრო წარმოადგენს ყოველ ჯერზე პოზიციას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, არის, მათ შორის ქვეყნები, სადაც არაერთი კორუფციული გარიგება დაიდო მთავრობებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის და ძალიან დიდ ფულს შოულობენ კონკრეტული პოლიტიკოსები ასეთი მაფიოზური გარიგებებიდან. „არის კორუფციით განთქმული სახელმწიფოები. არ მინდა კონკრეტულ ქვეყნებზე გადავიდე, მაგრამ არის კონკრეტული პრეპარატები, სადაც არის კორუფციული გარიგების ეჭვი და მაინცდამაინც ისე ემთხვევა ხოლმე, გამორჩეულად კორუმპირებული მთავრობები დებენ ხოლმე შესაბამის გარიგებებს, შესაბამის ფარმაცევტულ კომპანიებთან, ამიტომ ყველაფერი უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ, ყველაფერი უნდა იყოს დასაბუთებული.
არც ერთი თეთრი და არც 10 მილიონი, არც მილიარდი არ დაენანება არავის, როდესაც საქმე ეხება შედეგს. მთავარია, რომ ყველაფერი იყოს გონივრულად გააზრებული. რაც მთავარია, არ შეიძლება, ჩვენ ავყვეთ პოლიტიკურ სპეკულაციებს და არ შეიძლება ავყვეთ კონკრეტულ შემთხვევაში, განზოგადებულად ვსაუბრობ, არ შეიძლება, განზოგადებულად ავყვეთ ჩვენ ფარმაცევტული მაფიის ინტერესებს. ყველაფერთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა კონკრეტული ინფორმაცია საზოგადოების წინაშე. დაელოდეთ ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას, ყოველ ჯერზე მათ აქვთ ექსპერტული ცოდნა ყველაფერთან დაკავშირებით. დისკუსიაშიც შეგიძლიათ, შეხვიდეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან ამ თემაზე და სხვა მსგავს თემებზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)