|
2026-05-02 16:03:56, 5628 ნახვა
საზოგადოება
ონის მისასვლელთან მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქალაქ ონის მისასვლელ გზასთან მეწყერი ჩამოწვა. მათი ინფორმაციით, გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ გაწმენდილია, თუმცა ფერდობიდან ქვები კვლავ ცვივა, ამიტომ ამ მონაკვეთზე ტრანსორტის გადაადგილება შეზღუდულია. "ქალაქ ონის მისასვლელ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესების მონიტორინგისა და არსებული ვითარების შეფასების მიზნით, ადგილზე იმყოფებიან ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ დროისთვის გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ გაწმენდილია, თუმცა ფერდობიდან ქვის ცვენის პროცესი კვლავ აქტიურია. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია ტერიტორიაზე დამატებით იმუშავებენ მეკლდეურები, ხოლო ადგილზე რჩებიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და მიმდინარეობს საჭირო ღონისძიებების გატარება." - ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ComCom-მა TV პირველი მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
შსს: სასიგნალო შეტყობინების შემოსვლის გამო, გამშვებ პუნქტ დარიალიდან ევაკუაცია მოხდა
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარაბარა ფოსი დაინიშნა
პარტია ლელო : კობახიძის სიტყვები აფხაზეთში საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით საკმარისი არ არის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)