|
2026-04-30 17:14:13, 5181 ნახვა
პოლიტიკა
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
"რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება" - თქვა ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ ტელევიზიაზე, რომელთან "დამშვიდობების" შესახებ წერილი 6 თებერვალს გაავრცელა და რომელიც 24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ დაასანქცირა. თუმცა რუხაძე აღნიშნავს, რომ სანქცირება არ ყოფილა მთავარი მიზეზი. მისი თქმით, "პოლიტიკაში და ბიზნესში არ უნდა იყო ერთდროულად", რაც იმედის პირობებში შეუძლებელი იყო. "რატომღაც მე თუ გადავწყვიტე პოლიტიკაში წასვლა, მთელი ბიზნესი უნდა მოვიშორო მანამდე, ამიტომ არ ვაპირებ საერთოდ და ვაპირებ ბიზნესში დარჩენას, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკა და ბიზსენი არ იკვეთებოდეს, იმედი სულ გკვეთავდა ამ პოლიტიკაში და ბიზნესში, ჩემს პარტნიორებს ჰქონდათ ეს ყელში ამოსული, მეც რაღაც ამბავში, მაგრამ მე კიდევ ამაში გახვეული ვიყავი. ლონდონში ან სადღაც, რომ ცხოვრობ და სულ სტატიები იწერება შენზე, მითუმეტეს, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ სულ აფეთქდა ეს ყველაფერი, მანამდე მაინცდამაინც არავის არ აწუხებდა. ჰოლანდიაში ჰოლანდიურ ენაზე წერენ სტატიას შენზე… რაღაც მომენტში, დამიბარეს ჩემმა მეგობრებმა და პარტნიორებმა მითხრეს, რომ რაღაც გადაწყვიტე. ეს იყო ა და ბ იყო სანქციების შიში, ოღონდ მე არ ველოდებოდი იმედს, მე ვერ წარმომედგინა ამ სიგიჟეს გააკეთებთა ინგლისი, რომ ქვეყანაში ყველაზე დიდ ტელევიზიას დაასანქცირებდა. რატომღაც ინგლისში, დახურულ ოთახში ხუთმა კაცმა შეიძლება გადაწყვიტოს, ქართველმა ხალხმა რას უნდა უყუროს და რას არა იმისდა მიუხედავად, რომ ქართველ ხალხს თვითონ შეუძლია თავის გადასართავით გადართოს." - თქვა რუხაძემ. მისი თქმით, ტელევიზია რომ არ გაესხვისებინა, მის ხელში იმედი ვერ იმუშავებდა და "დახურვა მოუწევდა", თუმცა, ამასთანავე დარწმუნებულია, რომ ღმერთი "გზას ანახებდათ" და მაუწყებელი არ დაიხურებოდა.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)