|
2026-04-30 13:28:39, 1464 ნახვა
პოლიტიკა
კუპრაძე - ახალი კონტრაქტით, ოცნება აპირებს ანაკლიის პორტის მნიშვნელობას და გეგმას გადახედოს
ლელო-ძლიერი საქართველოს გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ საერთაშორისო კომპანიასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, მისივე თქმით, უნდა გადაიხედოს ანაკლიის პორტის აშენების მიზნობრიობა. "ივანიშვილი და მისი ანტიქართული ოცნება ანაკლიის ეროვნულ პროექტს კლავს. ანაკლია ივანიშვილის პირობებში საფრთხეშია [...] 2026 წლის 24 აპრილს, ანტიქართულმა ოცნებამ და მისმა ეკონომიკის სამინისტრომ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიასთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვით, ივანიშვილი აპირებს, საერთოდ გადახედოს ანაკლიის პორტის ღირებულებას, მნიშვნელობას, გენერალურ გეგმას, ე.წ. მასტერპლანს [...] ამ ახალი გარემოებების გათვალისწინებით, პირდაპირ ისმის კითხვა: რა საჭიროა იმ პროექტის გადახედვა, რომლის ეროვნული ღირებულება, სტრატეგიული მნიშვნელობა და ეკონომიკური სარგებლიანობა ქართულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის [...] ამ ახალი დოკუმენტების მიხედვით, რომელიც საჯაროდ გამოქვეყნდა, კიდევ ერთხელ დასტურდება ივანიშვილის მიზანი, რომ ანაკლიის პორტი არ აშენდეს. ამაზე პასუხისმგებლობა პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს ეკისრება". - თქვა კუპრაძემ.
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
სუს: ოკუპანტების მიერ 2025 წლის 5 დეკემბერს უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია
"სოლიდუსმა" ოკუპირებულ აფხაზეთს დამატებით 100 ტონა საწვავი მიაწოდა - გიორგი არველაძე
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)