|
2026-04-29 15:01:52, 3019 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სარჯველაძე - ბავშვს უშველის მხოლოდ წამალი, სწორი და რეალური წამალი
„პაციენტებს ვერ უშველის უბრალოდ თანხის დახარჯვა; ბავშვს უშველის მხოლოდ წამალი, სწორი და რეალური წამალი. ერთადერთი განსახილველი საკითხი არის ის, თუ რამდენად არის ეს პრეპარატი ის, რომელსაც შეუძლია სიკეთის მოტანა ფატალური რისკების გარეშე“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში განაცხადა. „ახლა რაც შეეხება, მაგალითად, ისეთ მახინჯ ინტერპრეტაციებს, რომ თითქოსდა ჩვენი პოზიციაა, რომ ვეძებთ მხოლოდ გადარჩენის უნარის მქონე მედიკამენტებს და სხვას აზრი არ აქვს - კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიმეორებ იმას, რაც ვთქვი პირველივე ბრიფინგის დროს, როდესაც პირველად ვისაუბრე საჯაროდ ამ თემების ირგვლივ: ამ მედიკამენტების ფუნქცია არის ის, რომ გადაავადოს ეტლის საჭიროება. სიტყვა-სიტყვით ვიმეორებ, რაც მაშინ ვთქვი, ვიმეორებ იმისთვის, რომ ვინმემ არ გაიმეოროს მსგავსი რამ, რომ თითქოს ამ ფუნქციას რამენაირად ვაკნინებთ - „აქვე ვიტყვი, რომ თავისთავად ეს მნიშვნელოვანი შედეგი იქნებოდა (რომ არ არსებობდეს კითხვები მისი ეფექტიანობის და უსაფრთხოების შესახებ), მაგრამ არ იქნება სწორი, რომ ამ მედიკამენტებზე გვქონდეს არასწორი მოლოდინი“, ისიც იმიტომ, რომ ამორალურია არასწორი მოლოდინების შექმნა სასოწარკვეთილი მშობლისთვის. ამრიგად, შეგნებულად ტყუის ის, ვინც აქედან აკეთებს დასკვნას, რომ თითქოსდა ეტლის საჭიროების გადავადებას არასაკმარის მიზეზად მივიჩნევთ. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ - მნიშვნელოვანია, უდავოდ ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი გაუმჯობესება, რომელსაც მოიტანს მედიკამენტი, მათ შორის, ეტლის საჭიროების გახანგრძლივებაც. უბრალოდ საჭიროა, რომ ეს შედეგი მართლაც მოჰქონდეს მედიკამენტს, არ ქმნიდეს სასიცოცხლო საფრთხეებს და არა უბრალოდ არასწორ შთაბეჭდილებებს ბადებდეს“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)